The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ მძინარიშვილი

ჯემალ მძინარიშვილი
Date of birth:18 October, 1949  (75 years)
Category:Geologist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: გორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სპეციალობით "ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიება და დაზვერვა" 1972 წელს და მიენიჭა ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია.

1972 წელს მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" საძიებო ჭაბურღილების ათვისების კანტორის N2 ჭალადიდის უბანზე უფროს გეოლოგად; 1975 წლიდან - საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" დასავლეთ საქართველოს საძიებო ბურღვის სამმართველოში უფროსი გეოლოგი; 1977 წლიდან - ცენტრალური ინჟინრული ტექნოლოგიური სამსახური, უფროსი ინჟინერი; 1979 წელს - აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო ინსტიტუტში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები; 1980 წელს - სგ "საქნავთობის" გეოლოგიური განყოფილების უფროსი გეოლოგი; 1980-1987წწ. - სგ "საქნავთობის" დასავლეთ საქართველოს საძიებო ბურღვის სამმართველოს მთავარი გეოლოგი, დასავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის ექსპედიციის მთავარი გეოლოგი; 1991 წლიდან - აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის ექსპედიციის ტექნოლოგიური სამსახურის უფროსის მოადგილე; 1995 წლიდან - ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია, რეგიონალური გეოლოგი; 1998 წლიდან - სკ "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველო, უფროსი გეოლოგი; 2000 წლიდან - "გეოგეროილ სერვისი"-ს კომპანია, გეოლოგიისა და ჭაბურღილის კაპ. შეკეთების მენეჯერი; 2004 წელს - სკ "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების მთავარი სამმართველოს უფროსი გეოლოგი; 2005 წლიდან - სკ "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების მთავარი სამმართველოს მთავარი გეოლოგი; 2007 წლიდან - შპს "იორის ველი ნავთობი და გაზის" კომპანია, გეოლოგიური სამსახურის უფროსი. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით გაიხსნა დასავლეთ საქართველოს რეგიონში შრომის უბნის და ოქუმის ნავთობის საბადოები. მიღებული აქვს ნავთობისა და გაზის მრეწველობის დამოუკიდებელი პროფკავშირების საპატიო სიგელი (2004).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.256-257


Share: