The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ნადირაძე

იოსებ ნადირაძე
დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:1974  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბზვანი, ვანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1934 წელს.

მუშაობა დაიწყო ტრესტ "სახმშენში", შემდეგ "შორაპნის რკინიგზის დეპოში". 1934-1939წწ. მუშაობდა თბილისის ელექტრონაგებობათა სამმართველოში; 1939-1954წწ. - ტრესტი "საქართველოს ჩაის" სისტემა, საპროექტო ჯგუფის უფროსი, ჩაის ფაბრიკის მთავარი ინჟინერი, ტრესტის მთავარი ენერგეტიკოსი; 1954-1956წწ. - ტრესტ "სოფლელექტრომშენის" მმართველის მოადგილე; 1956-1973წწ. - საკავშირო ინსტიტუტის "სოფლელექტროპროექტის" საქართველოს განყოფილების დირექტორი. მისი თაოსნობით და უშუალო მონაწილეობით ჯერ კიდევ 1954 წელს რესპუბლიკის 60 ჩაის ფაბრიკის ელექტრომომარაგება ადგილობრივი მნიშვნელობის ელექტროსადგურების ნაცვლად განხორციელდა ენერგოსისტემიდან. მისი ხელმძღვანელობით დაპროექტდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური და საყრდენი ქვესადგური. 1974 წელს ინსტიტუტების "სოფლენერგოპროექტის" და "ენერგოქსელპროექტის" გაერთიანების შემდეგ გარდაცვალებამდე იყო ინსტიტუტის მთავარი ენერგეტიკოსი. ეწეოდა ფართო პედაგოგიურ მოღვაწეობას ტექნიკუმებსა და ინსტიტუტებში. თარგმნილი აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. 1967-1973წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის კათედრის საკვალიფიკაციო კომისიას. ავტორია რამდენიმე მაღალეფექტური რაციონალიზატორული წინადადების. იყო ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის მშრომელთა დეპუტატების ხუთი მოწვევის დეპუტატი. 1969 წელს არჩეული იყო ამავე რაიონის აღმასკომის წევრად. დაჯილდოებულია "საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით".

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.258-259

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: