The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კოტარია

დავით კოტარია
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1982 წელს. 
1982-1993წწ. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მშენებლობისა და არქიტექტურის მიმართულებით. 1993-1997წწ. იყო კომპანია "ლეკო"-ს დამფუძნებელი; 1997-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური სამდივნოს სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1998-2002წწ. საქართველოს საელჩოს უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და რუმინეთში, უფროსი მრჩეველი (რეზიდენციით კიევში); 2002-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამმართველოს უფროსი; 2004-2007წწ. საქართველოს საელჩოს უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2007-2012წწ. საქართველოს საელჩოს ბელარუსის რესპუბლიკაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2018 წლიდან  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. 2012-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.101


გააზიარე: