The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ლაცაბიძე

ალექსანდრე ლაცაბიძე
Date of birth:14 June, 1974  (50 years)
Category:Diplomat, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1996 წელს; 1996-1999წწ. სწავლობდა აკადემიკოს გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1994 წელს კანადის ქალაქ კინგსტონის, უნივერსტეტში (Queens University); 1996 წელს  ქ. ისპაჰანის საეთაშორისო უნივერსიტეტში (ირანის ისლამური რესპუბლიკა); 1997-1998წწ. ქ. ყაზვინის საერთაშორისო უნივერსიტეტებში (ირანის ისლამური რესპუბლიკა); 2003-2004 იაპონიის ქ. ოსაკაში, იაპონური ენის ინსტიტუტიში (Japan Foundation) გაიარა უცხოელი დიპლომატებისთვის იაპონური ენის შემსწავლელი სპეციალური კურსი.

1998 წლიდან იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი; 1999 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მეორე მდივანი; 1999-2002წწ. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს კონსული; 2002-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის მრჩეველი; 2004-2006წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი; 2006-2011წწ. აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს კონსული; 2011-2012წწ. კანადაში საქართველოს საელჩოს და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) უფროსი მრჩეველი; 02/2012-09/2012 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლეთის რესპუბლიკაში და პარაგვაის რესპუბლიკაში; 2012-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2017 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი; 2019 წლიდან – საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.104


Share: