The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტარიელ ლებანიძე

ტარიელ ლებანიძე
Date of birth:25 July, 1954  (70 years)
Category:Diplomat, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.
დაამთავრა თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის ფაკულტეტი 1976 წელს.
2012-2015წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში; 2006-2009წწ. თურქეთის დეპარტამენტის დირექტორი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში; 2005-2006წწ. უფროსი მრჩეველი საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციაში; 2004-2005წ. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 1998 წლიდან საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში; 1997-1998წწ. ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 1992-1994წწ. იყო ქ. სტამბულში საქართველოს ავიახაზების ("ორბი") გენერალური წარმომადგენელი; 1991-1992წწ. გაერთიანება "სერვისი"-ს გენერალური დირექტორი; 1984-1991წწ. წყალბადის ზეჟანგის ქარხნის მშენებლობის (ქ. ბანდირმა) თურქული ენის უფროსი თარჯიმანი; 1979-1984წწ. იყო კომკავშირულ, პარტიულ სამუშაოზე; 1976-1979წწ. ალუმინის კომბინატის მშენებლობაზე ქ. სეიდიშეჰირიში თურქული ენის თარჯიმანი; 1999-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში; 2009-2012წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ალბანეთის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.105


Share: