The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ლომინაძე

რევაზ ლომინაძე
Date of birth:10 December, 1972  (52 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი ბერძნულისა და ლათინურის სპეციალობით 1995 წელს.
1995-1996წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ატაშე; 1996-1999წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის პროტოკოლის სამსახურის მრჩეველი, უფროსი მრჩეველი, უფროსის მოადგილე; 1999-2003წწ. უკრაინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 2003-2004წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი; 2004-2009წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2009-2010წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი; 2011-2014წწ. პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსული; 2014-2016წწ. კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული; 2016-2020წწ. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში; 2020 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში აკრედიტებული ლიხტენშტაინის სამთავროში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.108


Share: