Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ნაკაშიძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1960 წელს. 1950-1964წწ. მუშაობდა თბილისის საავიაციო ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგის, ცენტრალური ლაბორატორიის წამყვანი ინჟინრის და ლაბორატორიის უფროსის თანამდებობებზე; 1964-1966წწ. - მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" ახალი ტექნიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი და ელექტროშემდუღი მოწყობილობების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალის ავტომატური მოწყობილობებისა და კვების წყაროების განყოფილების უფროსის მოადგილე; 1967 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტი; 1968-1970წწ. - ასპირანტი; ასპირანტურის დამთავრების შემდეგ გააგრძელა მუშაობა იმავე კათედრაზე; 1980-2006წწ. - კათედრის უფროსი მასწავლებელი. კათედრაზე მუშაობის პერიოდში კითხულობდა ლექციებს ზოგადი ელექტროექნიკის, ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლებისა და ელექტრული წრედების თეორიის დისციპლინებში; 1997-1999წწ. შეთავსებით მუშაობდა "საქენერგოს" რეჟიმების სამსახურში და ტექნიკურ სამმართველოში; 1999 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და დეპარტამენტის დირექტორი, შემდეგ დეპარტამენტის ტექნიკური სამმართველოს უფროსი. მისი მოღვაწეობის თემატიკა მოიცავს ელექტროტექნოლოგიურ დანადგარებში ელექტრომაგნიტური პროცესების, ელექტრული ქსელების რეჟიმების მიმართულებებს და ელექტროტექნიკური დისციპლინების სწავლების მეთოდიკის საკითხებს. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.259-260 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |