შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ნაკაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით ნავთობისა და გაზის საბადოების ძიება და დამუშავება 1964 წელს. 1964 წელს მუშაობა დაიწყო საქგეოლოგიის ჰიდროგეოლოგიურ ექსპედიციაში ტექნიკოსად. იმავე წელს გააგზავნეს ბაქოში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, სადაც მუშაობდა მე-4 თანრიგის მბურღავის თანაშემწედ; 1965-1966წწ. - ექსპედიციის ცვლის უფროსი; 1966-1967წწ. - ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენების სამმართველოს ინჟინერი; 1967-1972წწ. - საქგეოლოგიის თბილისის გაზსაძიებო ექსპედიციის უფროსი ინჟინერი და საწარმოო განყოფილების უფროსი; 1972-1973წწ. - კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში მეთოდური პარტიის მთავარი ინჟინერი; 1973-1977წწ. - სიღრმული სითბოს გამოყენების საქართველოს სამმართველო, მთავარი ინჟინერი; 1977-1978წწ. - ამიერკავკაიის მაგისტრალური ნავთობსადენების საქართველოს სამმართველოს უფროსი, გეოლოგიურ-საძიებო და კოშკმშენებელი კანტორების დირექტორის მოადგილე; 1978-1983წწ. - "საქნავთობის" აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოს უფროსი; 1983-1997წწ. - ჰიდროგეოლოგიური ექსპედიციის უფროსი; 1997-1998წწ. - სს "კომფორტის" ადმინისტრატორი; 1999 წლიდან - "საქნავთობის" ნავთობმშენის სამმართველო, ინჟინერი. 1972-1977წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრის ასისტენტი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.260-261
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |