The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ნაკაშიძე

ირაკლი ნაკაშიძე
Date of birth:1942
Date of death:2006  (at 64 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით ნავთობისა და გაზის საბადოების ძიება და დამუშავება 1964 წელს.

1964 წელს მუშაობა დაიწყო საქგეოლოგიის ჰიდროგეოლოგიურ ექსპედიციაში ტექნიკოსად. იმავე წელს გააგზავნეს ბაქოში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, სადაც მუშაობდა მე-4 თანრიგის მბურღავის თანაშემწედ; 1965-1966წწ. - ექსპედიციის ცვლის უფროსი; 1966-1967წწ. - ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენების სამმართველოს ინჟინერი; 1967-1972წწ. - საქგეოლოგიის თბილისის გაზსაძიებო ექსპედიციის უფროსი ინჟინერი და საწარმოო განყოფილების უფროსი; 1972-1973წწ. - კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში მეთოდური პარტიის მთავარი ინჟინერი; 1973-1977წწ. - სიღრმული სითბოს გამოყენების საქართველოს სამმართველო, მთავარი ინჟინერი; 1977-1978წწ. - ამიერკავკაიის მაგისტრალური ნავთობსადენების საქართველოს სამმართველოს უფროსი, გეოლოგიურ-საძიებო და კოშკმშენებელი კანტორების დირექტორის მოადგილე; 1978-1983წწ. - "საქნავთობის" აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოს უფროსი; 1983-1997წწ. - ჰიდროგეოლოგიური ექსპედიციის უფროსი; 1997-1998წწ. - სს "კომფორტის" ადმინისტრატორი; 1999 წლიდან - "საქნავთობის" ნავთობმშენის სამმართველო, ინჟინერი. 1972-1977წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრის ასისტენტი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.260-261


Share: