შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როზა გრიგორაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი (საგუნდო-სადირიჟორო და ვოკალური ); 2018 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია (საშემსრულებლო ხელოვნების ბაკალავრი, აკადემიური გუნდის დირიჟორი); 2021 წელს ამავე კონსერვატორიის მაგისტრატურა (საშემსრულებლო ხელოვნების მაგისტრი, აკადემიური გუნდის დირიჟორი); 2018-2019 წლებში, Erasmus+ პროგრამით სწავლობდა გერმანიაში, ლიუბეკის მუსიკის აკადემიის მაგისტრატურაში, ეუფლებოდა სიმფონიურ დირიჟორობას, საეკლესიო მუსიკას, აკადემიური გუნდის დირიჟორობას (პროფესორ იოჰანეს კნეჰტის კლასი); 2020 წელს გაირა ჰარვარდის უნივერსიტეტის ონლაინ სასწავლო კურსი და მიიღო სერტიფიკატი "First Nights - Messiah"-თვის. 2015-2018 წლებში მუშაობდა შპს "დეა"კერძო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად; აქვე დააარსა მოსწავლეთა აკადემიური გუნდი; მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მიიღო არაერთი ჯილდო, მათ შორის, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული კოლექტივების საგუნდო მუსიკის II კონკურსზე ოქროს მედალი; ამავე პერიოდში იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის გუნდის წევრი; გერმანული ეკლესიის გუნდის "გლორია" ქორმაისტერი (მთავარი დირიჟორი პროფესორი ნატალია ჩაგანავა); მღეროდა თბილისის გოგონათა გუნდში; 2019-2020 წლებში მოხალისეობრივი პროგრამით მოღვაწეობდა პოლონეთში, "Wertep-Festival"-სა და "A3" თეატრში; 2021 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში; მუშაობს ფრანკფურტში, სამუსიკო სკოლა Clavina-ში საგუნდო განყოფილების ხელმძღვანელად, სასწავლებელ Cluster-ში ვოკალის პედაგოგად და ოფენბახის სახელმწიფო სამუსიკო სკოლის პედაგოგად; მღერის შტუტგარტის ფილარმონიულ გუნდსა და ლიუბეკის მუსიკის აკადემიის გუნდში მიწვეულ სოპრანოდ; არის Frankfurter Singakademie-ს გუნდის წევრი; როგორც დირიჟორი და სოლო მომღერალი არის არაერთი ფესტივალის ნომინანტი და ლაურეატი: "Budapest Spring Festival", "Brahms Festival 2019" (გერმანია), "XV. Lubecker Adventssingen" - ჩრდილოეთ გერმანიის გუნდების ფესტივალი, "Wertep Festival" (პოლონეთი), "Sommer Festival 2022" (გერმანია), საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი "Renaissance" (სომხეთი), კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი "მომავლის ვარსკვლავები" (თბილისი), "საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი"; მონაწილეობდა თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში, გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალში, ფესტივალ "შემოდგომის თბილისში"; შესრულებული აქვს ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, მათ შორის: მოცარტის, ბრამსის, ვერდის, ფორეს რეკვიემები, კარლ ორფის Carmina Burana, ბახის საშობაო ორატორია, მოტეტები; მოცარტის, ჰაიდნის, პუჩინის მესები; გუნდები ოპერიდან "ფიგაროს ქორწინება", "კარმენი", "სიყვარულის ნექტარი", "ტრავიატა", "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ალეკო", იოსებ კეჭაყმაძის, ბეგლარიშვილის, ხორავას და სხვათა საგუნდო ნაწარმოებები.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |