Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ ქაცარავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1966 წელს; მოსკოვის დ.ი. მენდელეევის სახ. ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1971 წელს. 1966 წელს საქართველოს პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1970-1973წწ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ა. ნ. ნესმეიანოვის სახ. ელემენტორგანულ ნაერთთა ინსტიტუტი (ИНЭОС) უმცროსი მეცნნიერ თანამშრომელი; 1974-1986წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნნიერ თანამშრომელი; 1986-1998წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; 1998 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოტექნოლოგიისა და ბიოინჟინერიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროცესებისა და აპარატების და ზოგადი ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის გამგე; 2009 წლიდან – ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (1971 წელი, მოსკოვი), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1988 წელი, მოსკოვი), პროფესორი. დაჯილდოებულია ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის (WIPO) ოქროს მედლით. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და გეოლოგიის ფაკულტეტის ვებგვერდი: gtu.ge; თავისუფალი უნივერსიტეტის ვებგვერდი: freeuni.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |