The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ვაჩნაძე დე ლეტე

თამარ ვაჩნაძე დე ლეტე
Other name:თამარ ვაჩნაძე ლეტაუ
Date of birth:8 June, 1925
Date of death:2001  (at 75 years)
Category:Designer, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თავრიზი, ირანი.

რ დე ლს და ბ, ეთ ფ, სნ იოანესმა (დაიბადა 1858 წელს), ვანო ჯორჯაძეზე იქორწინა. მათი ქალიშვილი ლელია (დაიბადა 1884 წელს), რომელიც გიორგი ვაჩნაძეს გაჰყვა ცოლად, 1905 წელს მეუღლესთან ერთად კაზაკებმა მოკლეს. მათ ერთადერთი ქალიშვილი, 1903 წელს თბილისში დაბადებული სუზი დარჩათ, რომელიც ფრანგმა ბებიამ სუზანა იოანესმა გაზარდა. სუზი ვაჩნაძე 1922 წელს ბათუმში დაქორწინდა პეტრუს ფონ ლეტე (ლეტაი) დარანიოშ რაკოშზე. მათ ორი შვილი, 1922 წელს საქართველოში დაბადებული ჩანკო და 1925 წელს ირანში, თავრიზში დაბადებული თამარი ჰყავდათ. თამარმა, სუზან იოანესის გარდაცვალებიდან (1946) მალევე, 1947 წელს იქორწინა რეჯებ ჟორდანიაზე. თამარ ვაჩნაძე დე ლეტე 1952 წელს დედასთან, სუზი ვაჩნაძესთან და შვილთან ზოლტან ჟორდანიასთან ერთად საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა, სადაც მისი მამა თავს აფარებდა. იგი საბოლოოდ და ოფიციალურად რეჯებ ჟორდანიასთან 1959 წელს განქორწინდა. თამარ ვაჩნაძე დე ლეტე ფრანგულ შემოქმედებით ელიტას განეკუთვნებოდა და 1950-იან წლებში სან პაულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციასაც იკავებდა. იგი ქმნიდა ესკიზებს, აფორმებდა თეატრალურ დადგმებს, იღებდა ანიმაციურ ფილმებს. მან უარი თქვა როგორც საფრანგეთის, ისე საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღებაზე და მუდმივად საქართველოში დაბრუნების სურვილი ამოძრავებდა. 1963 წელს თამარ ვაჩნაძე დე ლეტე ისევ საფრანგეთში, პარიზში დაბრუნდა და კრისტიან დიორის საქვეყნოდ განთქმული სამოდელო სახლისთვის შესანიშნავ ესკიზებს ხატავდა. მისი უნიკალური მემკვიდრეობა 300-ზე მეტ ესკიზს, 30 ტილოს, 100-ზე მეტ XIX საუკუნის ფოტოს, ხელნაწერებსა და მრავალ საარქივო მასალას აერთიანებს. ქართველი მხატვრის ნამუშევრები საფრანგეთში, ატლანტის ოკეანეს პირას გაშენებულ სოფელ ლამპალუზ-პლუარზელში აღმოაჩინეს, სადაც რეჯებ ჟორდანიას შთამომავლები - მარი და ზოლტან ჟორდანიები ცხოვრობდნენ. 2022 წელს საქართველოს დაუბრუნდა არა მარტო კრისტიან დიორის, არამედ პარიზისა და სან პაულოს თეატრებისთვის შექმნილი 300-ზე მეტი ესკიზი, 30 ტილო, 100 ზე მეტი XIX საუკუნის უნიკალური ფოტო, XVIII საუკუნის ტილოები, ხელნაწერები და სხვა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა.

წყარო: ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: artinfo.gescribd.comyoutube.com


Share: