შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ნანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია. დაამთავრა ქ. სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის ცენტრალური ელექტროსადგურების ელექტრული ნაწილის ფაკულტეტი, ელექტროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1953 წელს; მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1962 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო "საქმთავარენერგოს" სოხუმის ელექტროქსელში მორიგე დისპეტჩერად. "საქმთავარენერგოს" სოხუმის ელექტროქსელში წლების მანძილზე ეკავა მაღალი ძაბვის სახაზო ბრიგადის უფროსის, საწარმოს მთავარი ინჟინრის, თანამდებობები. 1980 წლიდან იყო აფხაზეთის ელექტრული ქსელების დირექტორი. წლების მანძილზე იყო მაღალი ძაბვის აფხაზეთის საქსელო რაიონის უფროსი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.262 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |