Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
თეა მაისურაძე
Date of birth: | 12 January, 1983 (42 years) |
Category: | Diplomat |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი 2004 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა, მეორადი ფაკულტეტი 2005 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხით 2006 წელს; ფლობს საერთაშორისო სერთიფიკატებს საგარეო პოლიტიკის და ადამიანის უფლებების სფეროში. 2006-2007წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის სტაჟიორი; 2009-2011წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთო-ს სამმართველოს მრჩეველი; 2011-2015წწ. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი; 2012 წელს (აგვისტო, სექტემბერი) საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის (IVLP) მონაწილე ეუთო-ში აკრედიტებული დიპლომატებისთვის; 2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთო-ს სამმართველოს უფროსი; 2015-2016წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2016-2018წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 2016-2018წწ. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე; 2018 წლიდან რიგის საერთაშორისო სკოლის მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2018-2023წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში. 2023 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ..113
|