შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ მამაცაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1965 წლის მაისადან, ამავე წლის ოქტომბრამდე იყო თბილისის ავტომატიზაციის და ხელსაწყოთმშენებლობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1965-1970წწ. თბილისის მეტროლოგიის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი; 1974-1977წწ. სსრკ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის ავსტრალიაში, უფროსი ინჟინერი; 1977-1989წწ. ლიცენზინტორგის წარმომადგენელი, სსრკ-ს საგარეო ვაჭრობის საკავშირო ორგანიზაცია "ლიცენზინტორგი", ფირმა "ლიცენზმაშის" დირექტორი; 1989-1992წწ. სსრკ-ს სავაჭრო წარმომადგენლობა იაპონიაში; 1992-1993წწ. დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი; 1995-2004წწ. საქართველოს მმართველი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში; 1995-2004წწ. საქართველოს პირველი ელჩი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, პირველი ელჩი ირლანდიის რესპუბლიკაში, მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში; 1997-2004წწ. იყო დამკვირვებელი ნავთობით დაბინძურების საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.114
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |