The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო მაჭავარიანი

ვანო მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1969  (56 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი მუნიციპალურ ადმინისტრირების სპეციალობით 1993 წელს (ბაკალავრის დიპლომი); ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, (პრაღა, ჩეხეთი) ევროპული კვლევების დარგში 1994 წელს (მაგისტრის დიპლომი). 

1996 წლიდან არის აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტიის კონფლიქტის ანალიზისა და გადაჭრის ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი; 2002-2003წწ. საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის მაგისტრი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებული პოლ. ჰ. ნიცშეს სახელობის საერთაშორისო კვლევების სკოლაში; 2016-2018წწ. ასრულებდა მდივნის მოადგილის მოვალეობას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოში; მანამდე იყო აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს განვითარების ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სს საპარტნიორო ფონდში და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საგარეო ურთიერთობათა მრჩეველი; 2007 წელს იყო სპეციალური წარმომადგენელი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 2004-2007წწ. მუშაობდა კერძო სექტორში ავსტრალიური კომპანია Bolnisi Gold-ის დირექტორის წარმომადგენლის თანამდებობაზე, შემდეგ კი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში; 1998-2002წწ. გაეროში საქართველოს მუდმივი მისიის მრჩეველი ნიუ-იორკში; 1997-1998წწ. პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას საგარეო ურთიერთობათა თანაშემწე; 1996 წელს იყო მოწვეული თანამშრომელი კონფლიქტების მენეჯმენტის და რეზოლუციის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, ვირჯინიის ქალაქ ფერფაქსში; 1996-1997წწ. დააარსა და მართა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებებისთვის"; ასწავლიდა საგარეო პოლიტიკას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში; აქვს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლიდან (SAIS) ვაშინგტონში, ევროპული სწავლების სამაგისტრო დიპლომი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (CEU) პრაღაში და ბაკალავრის დიპლომი ქართული პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან;  არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი; 2007-2009წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო:  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.115


გააზიარე: