შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ნაროუშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით "გეოლოგიური აგეგმვა და სასარგებლო ნამარხთა საბადოების ძებნა" 1963 წელს და მიენიჭა ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია. 1963-1974წწ. - "საქნავთობის" კოლხიდის ბურღვის კანტორა, გეოლოგი, ცაიშისა და ოჩამჩირის ბურღვის უბნების უფროსი; 1971-1974წწ. - ტრესტი "საქნავთობგეოფიზიკა", სეისმური პარტიის უფროსი; 1974 წლიდან - "საქნავთობის" წითლწყაროს ბურღვის კანტორის დირექტორი, რომელიც 1975 წელს რეორგანიზებულ იქნა ტარიბანის ტექნილოგიურ სამსახურად; 1977-1986წწ. - "საქნავთობის" მუშათა მომარაგების განყოფილების უფროსი და აღმოსავლეთ საქართველოს საძიებო ბურღვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1986 წლიდან - "საქნავთობის" კოშკსამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 2004 წლიდან - შპს "იორის ველი, ნავთობი და გაზი"-ს ტექნიკური დირექტორის მოადგილე, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.262-263 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |