შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1991-1996წწ. იყო მეტრომშენის საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი; 1996-1998წწ. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი; 1997 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სტაჟიორი; 1998-1999წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ატაშე; 1999-2000წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის მე-2 მდივანი; 2000-2001წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის პირველი მდივანი; 2001-2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2004-2005წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2006 წელს დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2006 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2006-2010წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში; 2015-2016წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2017 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი; 2011-2015წწ. საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში რეზინდეციით ქ. მეხიკოში – აკრედიტებული გვატემალის რესპუბლიკაში, დომინიკის რესპუბლიკაში, იამაიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, კუბის რესპუბლიკაში, პანამის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. მიღებული აქვს აცტეკის არწივის ორდენი – მექსიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ჯილდო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ..120
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |