The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალხაზ მიქელაძე

მალხაზ მიქელაძე
Date of birth:1 October, 1967  (57 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიიღო ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით ინჟინერმშენებლის კვალიფიკაცია 1991 წელს; ქ. გარმიშ-პარტენკირხენის უსაფრთხოების საკითხთა მარშალის სახელობის ცენტრის სასწავლო კურსი 1999 წელს; ქ. რომის ნატოს კოლეჯის უმაღლესი დონის კურსები 2002 წელს.

1991-1996წწ. იყო მეტრომშენის საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი; 1996-1998წწ. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი; 1997 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სტაჟიორი; 1998-1999წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ატაშე; 1999-2000წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის მე-2 მდივანი; 2000-2001წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის პირველი მდივანი; 2001-2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2004-2005წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2006 წელს დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2006 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2006-2010წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში; 2015-2016წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2017 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი; 2011-2015წწ. საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში რეზინდეციით ქ. მეხიკოში – აკრედიტებული გვატემალის რესპუბლიკაში, დომინიკის რესპუბლიკაში, იამაიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, კუბის რესპუბლიკაში, პანამის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. მიღებული აქვს აცტეკის არწივის ორდენი – მექსიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ჯილდო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

წყარო:  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ..120


Share: