The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ნაცვლიშვილი

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1943  (82 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1966 წელს.

1966-1979წწ. - საქმთავარენერგოს ცენტრალურ ლაბორატორია (შემდგომში საწარმო "საქენერგოგაწყობა"), ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, მეორადი კომუტაციის განყოფილების და გაწყობა-გაშვების საამქროს უფროსი; 1979 წლიდან - საქენერგოს მაღალი ძაბვის საქსელო საწარმოში სარელეო დაცვის ადგილობრივი სამსახურის უფროსი; 1980-1982წწ. მივლინებით იმყოფებოდა კუბაში "მარიელის თბოელექტროსადგურში N7 150 მვტ ენერგობლოკის აწყობა-გაშვების სამუშაოებზე უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; 1983-1993წწ. - საქენერგოს მაღალი ძაბვის საქსელო საწარმოს სამსახურის უფროსი, მთავარი ინჟინერი; 1993-1998წწ. - საწარმო "ჰიდროენერგორემონტი", დირექტორის მოადგილე; 1998-2010წწ. - "საქრუსენერგო", მთავარი ინჟინრის მოადგილე; 2010-2011წწ. - 500 კვ. ეგხ-ბის მშენებლობაზე "საქენერგორემონტის" ინჟინერ-ინსპექტორი; 2011-2014წწ. - "ენერგო-პროჯორჯიას" საპროექტო განყოფილების ქვესადგურების ჯგუფის უფროსი; 2014 წლიდან - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.264


გააზიარე: