ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
მამუკა მურჯიკნელი
დაბადების თარიღი: | 5 ოქტომბერი, 1978 (46 წლის) |
კატეგორია: | დიპლომატი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი ეკონომისტის სპეციალობით 1998 წელს. 1998-1999წწ. ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა; 1999-2003წწ. მუშაობდა აშშ-ს, კანადასა და მექსიკაში საელჩოს ატაშეს (კომერციულ საკითხებში) თანამდებობაზე; 2003-2005წწ. მივლინებულ იქნა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე; 2005-2007წწ. მუშაობდა კომპანია "კანარგო"-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მენეჯერის თანამდებობაზე; 2007-2015წწ. შ.პ.ს "ტეტის პეტროლეუმ ლიმიტედ"-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მენეჯერის, კორპორატიულ საქმეთა მენეჯერის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე; 2015-2017წწ. "სქაილენდ პეტროლეუმ გრუპ"-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე; 2017-2018წწ. იყო დამოუკიდებელი კონსულტანტი, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში; 2019-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. 2021 წლიდან ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.122; bm.ge
|