შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ნაჭყებია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია (სენაკი). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი "ელექტრონული სადგურების“ სპეციალობით 1969 წელს. 1971 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1975-1998წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ზოგადი და თორიული ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 2003 წლიდან - ელსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის გამგე; 2007 წლიდან - ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკისა და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის უფროსი; 1995-2007წწ. - ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილს, აქტიურად მონაწილეობდა TEMPUS-TACIS-ის საერთაშორისო პროექტებში რეფორმის განხორციელებისა და ბოლონიის პროცესის შემადგენელი კომპონენტების სასწავლო პროცესში დანერგვის მიზნით; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ფაკულტეტზე თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ბაზის შექმნის საქმეში; 2004 წელს ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის განყოფილების პროექტის ფარგლებში; ხელმძღვანელობდა დოქტორანტებისა და მაგისტრანტების სამეცნიერო მუშაობას; მისი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებია: ელექტრომაგნიტური ტექნიკა, თანამედროვე მაგნიტური მასალები, ელექტროტექნიკური მოწყობილობების საიმედოობის ამაღლების პრობლემები თანამედროვე მაგნიტური მასალების ბაზაზე; 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი, მიღებული ჰქონდა საავტორო მოწმობები, იყო მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე. ბოლო ათწლეულში პროფესორების - შალვა ნაჭყებიასა და ივანე გორგიძის ინიციატივითა და თაოსნობით, შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მატიანე და გამოიცა უნივერსიტეტის ისტორიისადმი მიძღვნილი რამდენიმე მონოგრაფია. 2005 წელს მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საპატიო სიგელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1975), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2001). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.264-265; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |