The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირ ხან გურჯი

Date of birth:1621  (404 years)
Date of death:16??
Category:Composer, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ისპაჰანი, ირანი.

დაიბადა შაჰ აბასის მიერ გადასახლებულ ქართველთა ოჯახში; იგი სხვა ბევრი ქართველის მსგავსად ღულამი (მსახური) იყო, მაგრამ მუსიკისადმი ნიჭი აღმოაჩნდა და 25 წლისამ მუსიკალურ განათლებას მიჰყო ხელი. შაჰ აბას II-ის მეფობისას მან სახელი გაითქვა როგორც ნიჭიერმა პოეტმა და კომპოზიტორმა. შაჰ სულეიმანის (1666-1694) დაკვეთით დაწერა წარმატებული მუსიკალური ნაწარმოები, რითაც კიდევ უფრო განიმტკიცა ადგილი სამეფო კარზე. სეფიანთა დინასტიის უკანასკნელმა მმართველმა შაჰ სულთან ჰუსეინმა, ამირ ხან გურჯის არაერთი მუსიკალური ნაწარმოები შეუკვეთა და მას დაავალა ირანულ მუსიკაზე საფუძვლიანი კვლევის მომზადება, რასაც ამირ ხან გურჯმა, მხცოვანების მიუხედავად (ამ დროს 78 წლის იყო), დიდი წარმატებით გაართვა თავი და 1697 წელს მოამზადა ვრცელი კოდექსი, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე ათობით მუსიკალური ნაწარმოების ნიმუშს, რომელთა უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ნაშრომის მეშვეობით არის შემონახული. ირანული მუსიკაზე ფუნდამენტური შრომის ავტორი. 

წყარო: უცხოეთში დაკარგული ქართველები : 60 ამბავი / ალექსანდრე მიქაბერიძე.- თბილისი, 2017.- გვ.16


Share: