The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უსუფ ადილ შაჰი

დაბადების თარიღი:1444
გარდაცვ. თარიღი:1511  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. შაჰპური, სუფი ჩანდაჰ-ჰუსეინის აკლდამა (ინდოეთი)
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მისი წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, მათ შორის ყველაზე პოპულარული ვერსიაა მისი ქართული წარმომავლობა. ამ ვერსიის თანახმად, მაჰმუდ ღავანმა იგი ირანში შეიძინა. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ იგი წარმოშობით სპარსია ან თურქმენი. ზოგიერთი ისტორიკოსი კი თვლის, რომ იგი არის ოსმალეთის იმპერიის სულთან მურად II-ის შვილი. მის შესახებ იმ პერიოდის ისტორიკოსები მუჰამედ ქასიმ ჰინდუ შაჰი (იგივე ფერიშთა) და რაფი ად-დინ შირაზი აღნიშნავენ, რომ უსუფი საქართველოდან გატაცებული და მონად გაყიდული ახალგაზრდა იყო, რომელმაც თავისი ნიჭის წყალობით ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს სათავეში მოხვედრა მოახერხა. ფერიშთას სიტყვებით: საქართველოში ყარა-ყოიუნლუსა (შავბატკნიანები) და აყ-ყოიუნლუს (თეთრბატკნიანები) თუქმანთა თარეშის დროს, ტყვედ წაყვანილთა შორის უნდა ყოფილიყო ყრმა იუსუფიც, რომელმაც რამდენიმე წელი სპარსეთში გაატარა. სწორედ იქ მოაქციეს ისლამზე და სახელიც იქვე შეუცვალეს. სპარსეთიდან ინდოეთში წაუყვანიათ და ბაჰამანის სასულთნოს დიდვაზირის, წარმოშობით სპარსი ღავანისთვის საჩუქრად მიურთმევიათ. XVII საუკუნის მიწურულის იტალიელი მოგზაური ნიკოლო მანუჩი თავის ნაშრომში "STORIA DO MOGOR" აღნიშნავდა, რომ "ბიჯაპურის პროვინციას მართავდა ერთი ქართული წარმოშობის რენეგატი, სახელად უსუფი, რომელიც მანამდე სამეფო ხაზინას ხელმძღვანელობდა, რის გამოც გამოსახულია ხელში ოქროს გასაღებით". 1502 წელს ბიჯაპურში ჩასული იტალიელი მოგზაური ლუდოვიკო დი ვართემა აღნიშნავდა, რომ უსუფ ადილ-შაჰი ძალიან ძლიერი, მდიდარი და გულუხვი ხელმწიფეა, რომ შაჰის ჯარის უმეტეს ნაწილს "თეთრკანიანი ჯარისკაცები" შეადგენდნენ, რომლებიც აშკარად გამოირჩეოდნენ სამეფოს ადგილობრივი, მოყავისფრო კანის მქონე მოსახლეობისაგან.

წყარო: უცხოეთში დაკარგული ქართველები : 60 ამბავი / ალექსანდრე მიქაბერიძე.- თბილისი, 2017.- გვ.34


გააზიარე: