Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქასიმ ბარიდი![]()
Biographyქართველი ღულამის - უსუფ (იუსუფ) ადილ შაჰის მიერ დაფუძნებული ადილ შაჰთა დინასტია 200 წლის განმავლობაში მართავდა ბიჯაპურს და დიდ გავლენას ახდენდა მთელი სუბკონტინენტის პოლიტიკურ ვითარებაზე. ადილ შაჰთა სახელმწიფოს ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე კი კიდევ ერთი ქართველი ღულამის, ქასიმ ბარიდის მიერ დაარსებული სამეფო დინასტია იყო. მისი ცხოვრების ბევრი დეტალი უცნობი რჩება, მაგრამ ბევრი სხვა ქართველის მსგავსად, ისიც მონობაში აღმოჩნდა. ქართველი ქასიმ ბარიდი და მისი დინასტია, რომელიც 130 წელი მართავდა ბიჯაპურის სასულთნოს, ისტორიკოს ფერიშთას ცნობით ახალგაზრდა ქართველი ინდოეთში მონობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ხვაჯა შაჰაბუდ-დინ ალი ეზდიმ იგი საჩუქრად მიართვა სულთან მუჰამედ შაჰ ბაჰმან მესამეს, რომელმაც თავის მხრივ ქასიმი გაამწესა თავის ქართველ მონებს შორის. სხვა ქართველი ღულამების მსგავსად, ქასიმმა ძალიან მალე მოიხვეჭა სახელი, როგორც გამორჩეულად მამაცმა და ნიჭიერმა პიროვნებამ, რომელიც ამავე დროს, ჩინებული კალიგრაფი და მუსიკოსი იყო. ქასიმი დიდი წარმატებით ართმევდა თავს სამხედრო საქმეს. მე-16 საუკუნის ინდოელი ისტორიკოსის, მუჰამად ქასიმ ჰინდუ შაჰის ცნობით - "ქასიმმა თავი გამოიჩინა თავისი ვაჟკაცობით მეამბოხე მარათას წინაააღმდეგ ბრძოლებში, რომლის დასამარცხებლადაც იგი მიავლინეს პეიტუნსა და ჩაკუნს შორის მდებარე მხარეში." გადამწყვეტ ბრძოლაში თვითონ ქასიმმა მოკლა მეამბოხეთა თავკაცი და ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, სულთანმა მაჰმუდმა ქასიმს ნება დართო, ცოლად მოეყვანა მოკლული მმართველის ქალიშვილი და უხვად დააჯილდოვა მიწებით. 1490 წლისთვის ქასიმმა დიდი ზეგავლენა მოიპოვა სამეფო კარზე, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ წარჩინებულთა შორის. სწორედ ამ დროს განუდგა სულთანს ქართველი ღულამი - იუსუფ ადილ ხანი, რომელმაც ბიჯაპურში საკუთარი სახელმწიფო შექმნა. ქასიმ ბარიდმა კი შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება და 14 წლის განმავლობაში სათავეში ედგა ბიდარის სასულთნოს. ქასიმი გარდაიცვალა 1504 წელს, მაგრამ ამ დროისთვის მან მოახერხა და საფუძველი ჩაუყარა ბარიდთა დინასტიას, რომელიც 130 წლის განმავლობაში მართავდა ინდოეთის სამეფოს - ბიდარს. წყარო: უცხოეთში დაკარგული ქართველები : 60 ამბავი / ალექსანდრე მიქაბერიძე.- თბილისი, 2017.- გვ.44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |