შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იზოლდა ვიბლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭუბერი, მესტიის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1976 წელს. 1975-1987წწ. მუშაობდა სოხუმის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში: 1975–1978წწ. - მთავარი ბუღალტრის მოადგილე; 1978–1980წწ. - მთავარი ბუღალტერი; 1980–1987წწ. - საფინანსო - ეკონომიკური განყოფილების უფროსად; 1987–1989წწ. მუშაობდა სოხუმის რაიონის სამომხმარებლო საზოგადოების საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსად; 1989–1991წწ. - მუშაობდა სოხუმის ბავშვთა რკინიგზის საავადმყოფოს მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე; 1990 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის აღრიცხვის კონტროლისა და ანალიზის კათეგრის მასწავლებლად; 1996- 2009წწ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის აღრიცხვის, კონტროლისა და აუდიტის კათედრის უფროს მასწავლებლად; 2001–2005წწ. - შეთავსებით მუშაობდა თბილისის საბავშვო კინოცენტრ "ფიფქია"-ში ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანლის თანამდებობაზე; 2006–2009წწ. მუშაობდა თბილისის ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საფინანსო-ეკონომიკის განყოფილების უფროსად; 2007–2009წწ. მუშაობდა "შვეიცარიის წარმომადგენლობა საქართველოში" - World Vision – Georgia, Social integration center - დირექტორის თანამდებობაზე; 2009 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ - სოციალური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს კოლეგიაზე დაიცვა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი თემაზე: "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მეთოდოლოგიის სრულყოფის საკითხები კომერციულ ბანკებში"; 2009–2012წწ. მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ასისენტ- პროფესორის თანამდებობაზე; 2012 წლიდან ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო (ინსულტი) იძულებული გახდა წამოსულიყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სტატიები, მიღებული აქვს მონაწილეობა რესპუბლიკურ და საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |