The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ნათბილაძე

ნიკოლოზ ნათბილაძე
დაბადების თარიღი:17 ნოემბერი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი სპეციალობით ინჟინერ-ტექნოლოგი 1993 წელს;1999-2005წწ. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ, მათ შორის ჯორჯ ს. მარშალის ცენტრსა და საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის სასწავლო ცენტრში.

1998-2004წწ. სადაზღვევო კომპანია "BCI"-ს დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2004-2005წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი; 05.2005-11.2005წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 11.2005-03.2007წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2012-2016წწ. ჰოლდინგური კომპანია "ნირეზონ"-ის აღმასრულებელი დირექტორი; 2016 წლიდან – "AZERSUN HOLDING" საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; 2007-2009წწ.  საქართველოს საგანებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 2009-2012წწ. საქართველოს საგანებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოსა და ანდორის სამთავროში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005).

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.123

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: