The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ნალბანდოვი

ალექსანდრე ნალბანდოვი
Date of birth:14 April, 1960  (65 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს. გავლილი აქვს სტაჟირება ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტში (ქ. ბუდაპეშტი, უნგრეთი,) გაეროს პროგრამის ფარგლებში (ადამიანის უფლებათა სფეროში სახელმწიფო ანგარიშების მომზადება) 1997 წელს.
2005-2006წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი; 2006 წლის მარტიდან, ამავე წლის ოქტომბრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველოს უფროსი; 2006-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 11/2008-12/2008წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; 2008-2010წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2010-2011წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2011-2016წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში; 2016 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში – აკრედიტებული ტუნისის რესპუბლიკაში და ლიბიის სახელმწიფოში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.125


Share: