შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ნემსაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეორე სვირი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტროამძრავისა და სამრეწველო დანადგართა ავტომატიზაციის სპეციალობით 1975 წელს. მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრაზე ჯერ მეცნიერ-თანამშრომლად, შემდგომ კათედრის ასისტენტად. 1983 წელს დაამთავრა მოსკოვის კრჟიჟანოვსკის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1987-1990წწ. მივლინებული იყო დარ-ეს-სალამის (ტანზანია) ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციებს ელექტრული წრედების თეორიასა და ელექტროტექნიკის თეორიულ საფუძვლებში. 1984 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრის დოცენტი; 1996-2002წწ. - ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის, შემდგომ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის უფროსი, უშიშროების ვიცე-პოლკოვნიკი; 2005-2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროტექნიკისა და ელმოწყობილობების დიაგნოსტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის დეპარტამენტის უფროსი, სრული პროფესორი; 2014 წლიდან - SDSU საქართველოს ელექტროტექნიკის ფაკულტეტის პროფესორი. ხელმძღვანელობს დოქტორანტებისა და მაგისტრანტების სამეცნიერო მუშაობას. არის 50-მდე სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონებისა და პატენტის ავტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.266; SDSU საქართველო: georgia.sdsu.edu ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |