The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ნემსაძე

შოთა ნემსაძე
Date of birth:21 November, 1937
Date of death:24 August, 2021  (at 83 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1960 წელს.

მუშაობდა ცხინვალის ელექტროვიბრაციული მანქანების ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინრად, საქარხნო ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1963-1965წწ. - თბილისის ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ელ. აპარატებისა და ელ. მაგნიტური ვიბრატორების განყოფილებაში; 1969-1970წწ. - დ.ი. მენდელეევის სახელობის მეტროლოგიის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1974 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის დოცენტი; ასრულებდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს იმპულსურ ენერგეტიკაში; დაამუშავა ელექტრული წრედის პარამეტრების განსაზღვრისა და მათი სიხშირეზე დამოკიდებულების აღიარებული მეთოდი; მისი ხელმძღვანელობით შექმნილი მაგნიტურ-იმპულსური ტექნილოგიური და საგამოცდო დანადგარები, დაცული საავტორო მოწმობებითა და პატენტებით, დაინერგა ელექტროტექნიკური, სამთამადნო, ქვანახშირის მრეწველობის საწარმოებში და მეტროლოგიური პროფილის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში; 1984-1987წწ. მივლინებული იყო ზამბიის რესპუბლიკაში, მუშაობდა უნივერსიტეტის ელტექნიკისა და ელექტრონიკის დეპარტამენტის პროფესორად; 2003 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის გამგე, პროფესორი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ხელმძღვანელობდა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელტექნიკისა და ელმოწყობილობათა დიაგნოსტიკის მიმართულებას.;120-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 30 გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1969), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2003).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.266-267; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი (2005-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2007-)

Bibliography


Share: