შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ნანობაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თეორიული ფიზიკის ფაკულტეტი 1993 წელს; ხმელთაშუაზღვის დიპლომატიური აკადემია მალტაში 2002 წელს; 2003 წელს დაიწყო დისტანციური სწავლება ლუიზიანის ქალაქ კოვინგტონის ლაკროსის უნივერსიტეტში, რომელიც 2005 წელს დოქტორის ხარისხით დაასრულა. 1998 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 1998-2002წწ. იკავებდა ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილის, მეორე მდივნის, ატაშეს პოზიციას. 2002-2006წწ. იყო ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი, პირველი მდივანი და მეორე მდივანი; 2006-2008წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2009-2013წწ. ეუთო-ში საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი; 2013-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროსაბჭოს სამმართველოს უფროსი; 2013-2015წწ. იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დირექტორი; იყო კანადის მანიტობას უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი; ვებსტერის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი; საბერძნეთის პირეოსის უნივერსიტეტის მკვლევარი; 2020 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი; სამეცნიერო ხარისხი: დიპლომატიის მაგისტრი; აკადემიური ხარისხი: პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; 2015-2020წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.126 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |