ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გია ნიკოლაიშვილი
ოფიციალური სახელი: | გიორგი ნიკოლაიშვილი |
დაბადების თარიღი: | 26 აპრილი, 1957 (68 წლის) |
კატეგორია: | დიპლომატი, მეცნიერი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1978 წელს; თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური და ესპანური ენების კურსები 1980 წელს; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტი 1986 წელს; ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი "კლინგენდაილ"-ის დიპლომატიური კურსები 1993 წელს. 1978-1980წწ. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს, საწარმოო-ტექნიკური გაერთიანება "ავტოტრანსტექნიკას" ინჟინერი; 1980-1986წწ. საბჭოთა კავშირის ელექტრომრეწველობის სამინისტროს, საკონსტრუქტორო ბიურო "ინდიკატორის" მეცნიერ-მუშაკი; 1986-1992წწ. საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების / სახალხო განათლების სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი /სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1992-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2004-2005წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების ჯგუფის უფროსი; 2005-2011წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის სუამ-ისა და წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; 2011-2015წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; 1986-2019წწ. იყო 100-ზე მეტი სამსახურებრივი მივლინებაში საზღვარგარეთ, საქართველოს განათლების, სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის და დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში; 1994 წელს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ადამიანური განზომილების და დემოკრატიის ფორუმზე საქართველოს წარმომადგენელი (ქ. ვარშავა); 1994 წელს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის სამიტის მოსამზადებელ კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი (ქ. ბუდაპეშტი); 1994 წელს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის სამიტზე საქართველოს დელეგაციის წევრი (ქ. ბუდაპეშტი); 1995-1996წწ. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოლდოვის მისიის წევრი / მისიის ხელმძღვანელის მოადგილე (ქ. კიშინოვი); 1996-1997წწ. ეუთო-ს ტაჯიკეთის მისიის ხელმძღვანელი (ქ. დუშანბე); 1998-1999წწ. ეუთო-ს კოსოვოს საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის, ქ. ჯილანის რეგიონალური ოფისის მეკავშირე ოფიცერი (ქ. ჯილანი); 1999-2002წწ. ეუთო-ს კოსოვოს მისიის პრიზრენის რეგიონალური ოფისის დემოკრატიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი (ქ. პრიზრენი); 1993-2015წწ. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ეუთო-ს, დსთ-ს და სუამ-ის სამიტებზე და საგარეო საქმეთა მინისტრების ფორუმებზე საქართველოს დელეგაციის წევრი; 2015-2019წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კუბის რესპუბლიკაში, პირველი რეზიდენტი ელჩი და ქ. ჰავანაში საქართველოს საელჩოს დამაარსებელი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი (2013).
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.127
|