შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არსენ რატიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. 1969 წელს მუშაობა დაიწყო სპორტულ სკოლაში მასწავლებლად; 1972 წელს აირჩიეს კომკავშირის მესტიის რაიკომის მეორე მდივნად; შემდგომში სამი წელი იყო საქართველოს კომპარტიის მესტიის რაიკომის ინსტრუქტორი; 1982 წელს დანიშნეს მესტიის სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ, 1985 წელს გადაიყვანეს მესტიის ტურბაზა "უშბის" დირექტორის მოადგილედ; 1987 წლიდან იყო მესტიის ალპინისტური ბაზის "სვანეთის" დირექტორი; 1996-2002წწ. აირჩიეს საქართველოს მეკლდეურთა ფედერაციის გენერალურ მდივნად; სხვადასხვა დროს მუშაობდა ახალგაზრდა მთამსვლელთა რესპუბლიკური სპორტსკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ, საქართველოს მეკლდეთა კლუბ "ვერტიკალის" დირექტორად, ბანაკ "აილამას" უფროს ინსპექტორად ალპინიზმში. იყო საბჭოთა შეიარაღებული ძალების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ალპინიზმში, პირველი კატეგორიის ინსტრუქტორი სამთო სათხილამურო სპორტში. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.329 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |