შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბრონისლავ ნაცეევსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტაშკენტი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1938 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მანქანათსამშენებლო ქარხანაში და პარალელურად სწავლობდა; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო "საქენერგოს" ცენტრალურ ლაბორატორიაში (შემდგომში, "საქენერგოგაწყობა"). 1941-1945წწ. მუშაობდა ზაჰესში, შემდეგ კვლავ ცენტრალურ ლაბორატორიაში ჯერ საწარმოო-სარემონტო საამქროს უფროსად, შემდეგ, გარდაცვალებამდე "საქენერგოგაწყობის" დირექტორის მოადგილედ; მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით "საქენერგოს" ცენტრალურ ლაბორატორიაში ჩამოყალიბდა მზომი ხელსაწყოების შეკეთებისა და შემოწმების, ხოლო ხშირ შემთხვევაში, არასტანდარტული, სპეციალური დანიშნულების აპარატურის შექმნის საწარმო. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.268 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |