The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ მიქაძე

ომარ მიქაძე
Date of birth:1951  (74 years)
Category:Scientist, Chemist

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტენიკური ინსტიტუტის  მეტალურგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით, საქართველოს პოლიტენიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1976 წელს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 1993 წელს.

1973-1974წწ. საქართველოს მეტალურგიული ქარხნების სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის (ГРУЗГИПРОМЕЗ) მეტალურგიული განყოფილების ინჟინერი; 1974-1976წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ასპირანტი; 1977-1980წწ. სპი-ს შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ინჟინერი; 1980-1985წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ასისტენტი; 1985-2002წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის დოცენტი; 1994-2006წწ. სტუ-ს მარკეტინგისა და ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი; 2004-2005წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თამჯდომარე; 2002-2006წწ. სტუ-ს შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის პროფესორი; 2006 წლიდან  სტუ-ს შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის, მიმართულების ხელმძღვანელი; მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების დეპარტამენტის პროფესორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შავი ლითონების მეტალურგია", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "შავი, ფერადი და იშვიათი ლითონების მეტალურგია", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge

Bibliography


Share: