შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 1991-1992წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივანი; 1993-1995წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის, პარტნიორული და ჰუმანიტარული ურთიერთოებების დეპარტამენტის კულტურის განყოფილების უფროსი; 1995-1996წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმასრულებელი სამდივნოს უფროსი; 1998-1999წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2007წწ. უკრაინაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2007-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამერიკის სამმართველოს უფროსი; 2009-2010წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის აშშ-სა და ჩრდილოეთ ამერიკის სამმართველოს უფროსი; 2010-2013წწ. ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული; 2014-2016წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.129
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |