შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა ოთხმეზური![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი 1991 წელს; თბილისის კინოსა და თეატრის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1996 წელს; საფრანგეთში აქვს დაცული სადოქტორო დისერტაცია (PHD) რელიგიის ისტორიაში. 1998-2000წწ. მუშაობდა საქართვერლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე; 2004-2005წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში; გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები; ჟურნალ Guerres et Histoire სარედაქციო კომიტეტის წევრი; გამოცემული აქვს წიგნები: "Grandeur et Misère de l’Armée Rouge" (თანაავტორი Jean Lopez), Joukov, l’Homme qui a vaincu Hitler (თანაავტორი Jean Lopez), წიგნმა მიიღო სორბონის უნივერსიტეტის თუკიდიდეს და საფრანგეთის აკადემიის პრემია. წიგნი ნათარგმნია 4 ენაზე; Barbarossa 1941. La guerre absolue. (Tanaavtori Jean Lopez), წიგნმა მიიღო შატობრიანისა და გეკლანის პრემიები, პრიზი საუკეთესო წიგნისთვის ევროპის ისტორიაზე; Les Maréchaux de Staline (თანაავტორი Jean Lopez); თავები წიგნებში: Les Mythes de la Seconde Guerre Mondiale (ორტომეული ნათარგმნია 4 ენაზე); Encyclopédie de la Seconde Guerre Mondiale; La Wehrmacht. La Fin d’un Mythe; Reporters de Guerre. L’Histoire en première ligne. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.130 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |