The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ნიკოლაიშვილი

დაბადების თარიღი:1908  (117 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მოზგონი (ჩიტას გუბერნია, რუსეთი).

დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1925 წელს; საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის სპეციალობით - 1930 წელს.

1931 წელს - მთავარჰიდროენერგოპროექტის ამიერკავკასიის განყოფილების ინჟინერი; 1932-1937წწ. - აწჰესის მშენებლობა; 1938 წლიდან - საქართველოს კომუნალური საპროექტო ინსტიტუტი, ენერგეტიკული განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1939-1941წწ. - ზაჰესის ტექნიკური განყოფილება, უფროსი ინჟინერი, უფროსი; 1941 წლიდან - აწჰესის მთავარი ინჟინერი და დირექტორის მოადგილე; 1944 წლიდან - რიონჰესის მთავარი ინჟინერი, შემდეგ დირექტორის მოადგილე; 1956 წლიდან - რიონჰესების კასკადის დირექტორი; 1959 წლიდან - "საქმთავარენერგოს" ცენტრალური სარემონტო-მექანიკური ქარხნის მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოადგილე; 1963 წლიდან - საკავშირო ინსტიტუტი "ენერგოქსელპროექტი", საქართველოს განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პროექტის მთავარი ინჟინერი; 1966-1972წწ. - სამგორის ჰესების კასკადის მთავარი ინჟინერი და დირექტორის მოადგილე. 1973 წლიდან პერსონალური პენსიონერი. 1975 წლამდე მუშაობდა საქმთავარენერგოს სისტემაში; 1976 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის კერამიკული კომბინატის მთავარი კონსტრუქტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის 7 მედალი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.269-270

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ღირსების ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: