The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილი
Date of birth:12 January, 1977  (48 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტი 1998 წელს; Instituto de Empresa-ს გლობალური მართვის პროგრამა (Global Senior Managment Program) ქალაქ მადრიდში, ესპანეთის სამეფო 2009 წელს.
1997 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა სააქციო საზოგადოება "თიბისი" ბანკში საერთაშორისო ოპერაციების მენეჯერად, საკორესპონდენტო ანგარიშების მართვის მენეჯერად, დოკუმენტალური აკრედიტების მენეჯერად, საკრედიტო მენეჯერად; 2001 წლიდან იყო სააქციო საზოგადოება "თიბისი" ბანკის მთაწმინდის ფილიალის დირექტორი; 2005 წლიდან ამავე ბანკის ცენტრალური ფილიალის დირექტორი; 2005-2006წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2009-2010წწ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი; 2010-2011წწ. სააქციო საზოგადოება "თიბისი ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტი; 2011-2012წწ. საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" აღმასრულებელი დირექტორი; 05/2017 წლიდან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი; 2006-2009წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში, ანდორას სამთავროში, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოში; 2012-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში, ანდორას სამთავროში, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოში; 2018 წლიდან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.131


Share: