The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ჟღენტი

კონსტანტინე ჟღენტი
Date of birth:8 September, 1952  (72 years)
Category:Diplomat, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიიის ფაკულტეტი აღმოსავლეთმცოდნის სპეციალობით 1975 წელს.
1976-1989წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის საერთაშორისო ინფორმაციის განყოფილებაში; 1989-1990წწ. იყო მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი; 1993 წელს მიწვეული მკვლევარი აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სკოლაში, სადაც მუშაობდა თემაზე "რუსეთის პოლიტიკა პოსტ-საბჭოთა სივრცეში და კონფლიქტები"; 2009-2014წწ. თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული და ნამდვილი პროფესორი; 1990 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვადასხვა დროს იყო პოლიტიკური და ევროპა-ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, საგანგებო დავალებათა ელჩი; 1997-2000წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იტალიაში; 2004-2006წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიასა და უნგრეთში (არა-რეზიდენტი); 2018-2019წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი; 2014-2018წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ტაჯიკეთის რესპუბლიკაში; 2019 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პალესტინა ინგლისის მანდატის წლებში", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.135


Share: