The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ნიკურაძე

გიორგი ნიკურაძე
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1923  (101 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს.

1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1948-1957წწ. მუშაობდა სკ "საქნავთობის" ნავთობის ძებნა-ძიების პარტიებში გეოლოგად და უფროს გეოლოგად იმერეთში და აფხაზეთში; 1957-1964წწ. - მოსკოვის ნავთობის სამეცნიერო-კვლევითი ინსიტუტის საქართველოს ნავთობის ექსპედიციის გეოლოგი, თემატური პარტიის უფროსი. ასრულებდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ნავთობის საბადოების აღმოსაჩენად საქართველოში; 1964-1974წწ. - კოლხეთის ბურღვის კანტორის მთავარი გეოლოგი; მისი ხელმძღვანელობით გახსნილი იქნა აღმოსავლეთ ჭალადიდის, დასავლეთ ჭალადიდის და შრომისუბან-წყალწმინდის ნავთობის საბადოები; 1974-1983წწ. - "საქნავთობის" გეოლოგიური განყოფილების უფროსი; მონაწილეობა მიიღო სამგორი-პატარძეულის, ნინოწმინდის, სამგორის სამხრეთი თაღის და თელეთის მაღალდებიტიანი საბადოების გახსნაში და დაძიებაში; 1983-1988წწ. - "საქნავთობის" გეოლოგიურ-საძიებო კანტორის მთავარი გეოლოგი; 1988-2006წწ. - საქნავთობის სხვადასხვა ორგანიზაცია, რიგითი გეოლოგი. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის სტატია ნავთობის და გაზის საბადოების გახსნის და დაძიების შესახებ.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.271

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს დამსახურებული გეოლოგი

გააზიარე: