შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1963 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1967 წელს. 1970-1973წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1973-1984წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1984-2006წწ. სტუ-ს ელექტროქიმიური ინჯინირინგის კათედრა, დოცენტი; 1989-2006წწ. სტუ-ს ზესუფთა მანგანუმისა და მისი ნაერთების მიღებისა და ანალიზის საპრობლემო ლაბორატორია, ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2006-2012წწ. სტუ-ს ელექტროქიმიური ინჯინირინგის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან დღემდე სტუ-ს სრული პროფესორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ელექტროქიმიკოსი. მრავალი სამეცნიერო სტატიის და სახელმძრვანელოს ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. დაჯილდოებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით (2011). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის დეპარტამენტის ვებგვერდი: gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |