| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამუკა ჟღენტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1995-1997წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი; 1997-1999წწ. ეკავა სახვადასხვა თანამდებობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში; 1999-2001წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსი; 2001-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2004-2006წწ. ევროპის საბჭოს სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორატის მთავარი მრჩეველი; 2006-2007წწ. ევროპის საბჭოს სამართლებრივ საკითხთა გენერალური დირექტორატის სასამართლო სამმართველოს სამართლის მრჩეველი; 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსი; 2007-2010წწ. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 2010-2013წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში; 2013-2014წწ. საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში; 2014-2020წწ. საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელი; 2014-2015წწ. მოლდოვას რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის მიერ მივლენილი მთავარი მრჩეველი; 2014-2016წწ. საქართველოს ევროპული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი; 2016-2017წწ. მოლდოვას რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საკითხებში; 2018-2020წწ. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ევროკავშირის გლობალური პროგრამის სასამართლო სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების კომპონენტების ხელმძღვანელი. მიღებული აქვს ქ. სტრასბურგის მერის სპეციალური ჯილდო საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთოებების განმტკიცებისათვის, ბელგიის ქ. ბრიუგეს ევროპის კოლეჯის ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.136
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

