The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ რაქვიაშვილი

მარიამ რაქვიაშვილი
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1977  (48 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1999 წელს; მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო ურთიერთობები და ევროკავშირის სამართალი 2002 წელს.

2003-2005წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციის დეპარტამენტის მეორე მდივანი; 2005-2007წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის პირველი მდივანი; 2007-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალური დეპარტამენტის მრჩეველი; 2008-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ქვეყნების სამმართველოს უფროსი; 2009-2012წწ. ესტონეთის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2012 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2012-2013წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი; 2013-2017წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2018 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. 2018-2023წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.137


გააზიარე: