Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ნინუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკის ფაკულტეტი 1930 წელს. 1930 წლიდან იყო თბილისის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი. მექანიკის და თბოტექნიკის დისციპლინებში კითხულობდა ლექციების კურსს სატყეო, ქიმიურ და სამშენებლო ინსტიტუტებში. ლენინგრადში გაიარა ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში, თბოტექნიკის ინსტიტუტში. მისი მონაწილეობით განხორციელდა მრავალი საინჟინრო პროექტი: ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურზე, ლენინგრადის კიროვის სახელობის ქარხანაში, კემეროვოს, გორკის, იაროსლავლის, ნოვოსიბირსკის და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე. მუშაობდა მოსკოვში, შემდეგ როსტოვში ენერგეტიკული ობიექტების რეაბილიტაციის ხაზით. შემდგომ პერიოდში მუშობდა ჯერ თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტში, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თბოტექნიკის კათედრის დოცენტად. 1965-1969წწ. იყო ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი. 1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, მის მიერ დაარსებული თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრის გამგედ. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.272
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |