შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია გაბრიჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტი ინჟინერი-ქიმიკოს-მკლევარის კვალიფიკაციით 1990 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1994 წელს. 1995-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოროზიის წინააღმდეგ ბრძოლის რესპუბლიკური ცენტრის მეცნიერ - მუშაკი; 2007-2009წწ. შპს "მაკოტო"-სთან არსებული ცენტრის ხელმძღვანელი; 2009-2011წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (11.02.2009). მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმის და კონფერენციის მონაწილე. კოროზიონისტი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის დეპარტამენტის ვებგვერდი: gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |