შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ნიქაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა რუსთავის ქიმიურ-მეტალურგიული ტექნიკუმი სპეციალობით "სამრეწველო ელმოწყობილობა და დანადგარები" 1962 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტრული ქსელები და სისტემები" - 1971 წელს. მუშაობდა მეტალურგიულ ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო ელექტროსაამქროს ბრიგადირი, საგამოცდო სადგურის უფროსი, ცვლის უფროსი. იყო არაერთი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა "საქმთავარენერგოში" დისპეტჩერად, უფროს დისპეტჩერად, ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის მოადგილედ; 1972-1978წწ. კითხულობდა ლექციებს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე; 1979-1989წწ. - "საქმთავარენერგოს" ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე ოპერატიულ დარგში; 1989-1995წწ. - ქუთაისის გაერთიანებული ელექტროქსელების დირექტორი; 1995-2000წწ. - იმერეთის ელექტროქსელების დირექტორი. წლების მანძილზე იყო ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური ინსტიტუტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე; 2005-2006წწ. - სს "ელექტროგადაცემის" ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი; 2006 წლიდან პენსიაზეა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.273 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |