The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაზა კაც-იაშვილი

ზაზა კაც-იაშვილი
Legal name:ზაზა კაციაშვილი
Date of birth:1 May, 1940
Date of death:12 May, 2011  (at 71 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Economist, Scientist, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახწლმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1964 წელს.

მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ; ეკონომიკის მიმომხილველად სახელმწიფო ტელევიზიაში. იყო ჟურნალ "ნიანგის" სარედაქციო კოლეგიის წევრი და იბეჭდებოდა რესპუბლიკურ ჟურნალ გაზეთებში. გარდაცვალებამდე 14 წლით ადრე მიატოვა ყველანაირი სამსახური, კარიერა და დაიწყო ლექსების წერა; შექმნა ლექსების 14 კრებული, ძირითადად სონეტები; ყველა კრებული პატრიარქის კურთხევითაა გამოცემული; ესენია: "სულის საცეცხლური", "განდობილი", "სიტყვის ხმიადი", "საგალობელი წუთისოფლისა", "დელისციხის მარნის ჭაშნიკები", "მადლის მირონი", "შეწყალებულნი", "გალაქტიკური გამოფენა", "ამოძახილი", "ლოცვის ნამცვრევი", "კურცხალი", "ოთხგონისანი", "სარკეში არეკლილი აზრები". ავტორია ლექსების, სონეტების, პოემების... მისი ჟანრი ადრეულ პერიოდში უფრო ლირიკაა, ბოლო 14 წლის განმავლობაში კი მისმა პოეზიამ ძალიან საინტერესო ელფერი შეიძინა. ამ ჟანრს საღვთისმეტყველო პოეზია უწოდეს. ეკონიმიკის მეცნიერებათა დოქტორი.

Awards and Honors

  • საქართველოს კომკავშირის პრემია
    მეცნიერების, ტექნიკისა და წარმოების ნაშრომთა ციკლისთვის

Bibliography

  • ამოძახილი : სონეტები (Author) // ეძღვნება სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. - თბილისი, საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. სტ., 2011. - 302გვ.
  • საგალობელი წუთისოფლისა : სონეტები (Author) // ეძღვნება სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. - თბილისი, საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. სტ., 2010. - 302გვ.
  • ლოცვის ნამცვრევი (Author) // ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს. - თბილისი, საქ. სახელმწ. სას.-სამ. უნ-ტის სტ., 2009. - 514გვ.
  • კურცხალი : ლექსები (Author). - თბილისი, 2009. - 301გვ.
  • დედას პური : ლექსები (Author). - თბილისი, საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. სტ., 2009. - 296გვ.
  • სულის საცეცხლური : ლექსები (Author). - თბილისი, 2008. - 242გვ.
  • გალაქტიკური გამოფენა : ლექსები (Author). - თბილისი, 2008. - 314გვ.

Share: