The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი საგანელიძე

გიორგი საგანელიძე
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამტავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1996 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1996 წელს.
1996 წლიდან იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკისა და ოკეანეთის დეპარტამენტის, შემდგომ კი (1997 წლიდან) დსთ-ს დეპარტამენტის სტაჟიორი; 1998 წლიდან დსთ-ს დეპარტამენტის ატაშე; 1999 წლიდან დსთ-ს დეპარტამენტის მეორე მდივანი; 2000 წლიდან დსთ-ს დამოუკიდებელი სამმართველოს მრჩეველი; 2003 წლიდან დსთ-ს დამოუკიდებელი სამმართველოს უფროსი; 2005 წლიდან საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სომხეთის რესპუბლიკაში; 2009 წლიდან საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი უზბეკეთის რესპუბლიკაში; 2011 წლიდან სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2013 წლიდან საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სომხეთის რესპუბლიკაში; 2016-2023წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.141


გააზიარე: