The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხათუნა სალუქვაძე

ხათუნა სალუქვაძე
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1969  (56 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, სოციოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი (საჯარო მართვის მაგისტრის ხარისხი); ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა LSE (საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი); თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი.
მან კარიერული დიპლომატიის ყველა საფეხური გაიარა − მრჩევლიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციამდე. ლიეტუვის რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე, იყო საგანგებო დავალებათა ელჩი, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი და მრჩეველი ევროპულ საქმეთა დეპარტამენტში; ასევე მუშაობდა პრემიერ-მინისტრის უფროს მრჩევლად საგარეო პოლიტიკის საკითხებში; საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობის დაწყებისთანავე აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის, კონცეფციის და მისიის ფორმულირებაში; მისი ავტორობით საქართველოს ისტორიაში პირველად შემუშავდა საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და დიპლომატიური სამსახურის მისია, რაც დღემდე საფუძვლად უდევს საზღვარგარეთ საქართველოს მისიების საქმიანობას; დიპლომატიურ კარიერასთან ერთად ეწევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ინიციატივით განხორციელებული ისტორიული გადაწყვეტილება − ლიეტუვურ ენაში, გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობების და მტკიცე ურთიერთთანამშრომლობის დასტურად, განხორციელებულიყო საკანონმდებლო ცვლილება და საქართველოს ოფიციალური დასახელება "გრუზია" (Gruzija) შეიცვლილიყო სახელწოდებით "საქართველო" (Sakartvelo). რის შემდეგაც, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა მიიღო საპასუხო გადაწყვეტილება ქართულ ენაში ავთენტური სახელწოდება "ლიეტუვა"-ს დამტკიცების თაობაზე; 2013-2019 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.142


გააზიარე: